ვაკის გამგეობასთან შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს

ვაკის გამგეობასთან შეიძლება ტრაგედია დატრიალდესჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელსი წერს:

„ვაკის გამგეობასთან შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს.
რამდენიმე ათეული მოქალაქე ვაკის გამგეობასთან შიმშილობით და თავის დაწვით იმუქრება.
ამ ადამიანებმა 1997 წელს წყნეთში მიწის ნაკვეთები შეიძინეს. მიზეზთა გამო მათი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.
არადა საბუთები ყველას წესრიგში აქვთ. ყველა საბუთი მოაგროვეს, რაც კი მათგან მოითხოვეს. და როცა საქმე მიწების დარეგისტრირებაზე მიდგა, ამ ხალხს საჯარო რესსტრში უთხრეს, თქვენი ნაკვეთების იდენტურობა რომ დადგინდეს აზომვითი სამუშაოები ვაკის გამგეობის ამზომველებმა უნდა ჩაატარონო.
ამასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრმა ვაკის გამგეობაში რამდენიმე წერილი გააგზაცვნა. დაზარალებულ მოქალაქეებს ეს წერილები ხელთ აქვთ.
ვაკის გამგეობიდან კი ასეთი პასუხი მიიღეს, ჩვენ ამზომველები არ გვყავს.
დაზარალებულებმა საჯარო რეესტრს რამდენჯერმე მიმართეს, რომ ამზომველებს თავად მოძებნიდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. საჯარო რეესტრი ამბობს, რომ წყნეთის მიწები მხოლოდ ვაკის გამგეობის ამზომველებმა უნდა აზომონ.ვაკის გამგეობა ამბობს, რომ ამზომველები არ ჰყავს.
საინტერესოა, ვაკეში ქონებას არავინ არ იფორმებს და არანაირი აზომვითი სამუშაოები არ არის ჩასატარებელი?
ვაკის რაიონის გამგეობა თბილისის მერია / Tbilisi City Hall იქნება კეთილი ინებოთ და გაარკვიოთ ეს ადამიანები რა ხდება? რომელიმე მათგანს ამდენი წლის ნერვიულობის შედეგად რომ რამე დაემართოს, ვინ აგებს პასუხს?
ან იქნება ახსნათ რატომ არ ჰყავს ვაკის გამგეობას ამზომველები და თუ მართლა არ ჰყავს, მაშინ რატომ არა აქვს ადამიანებს უფლება სხვა სპეციალისტებს ააზომვინონ მიწა. თუ წყნეთის მიწის აზომვა მხოლოდ ვაკელ ამზომველს შეუძლია.
არის სერიოზული ეჭვი რომ ამ ნაკვეთების დათრევა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს სურთ.
ცნობისათვის, ერთ-ერთი ნაკვეთზე უკვე განაცხადა პრეტენზია ახლადდანიშნული ელჩის დამ.
ვინაობის დადგენა ვაკის გამგეობას არ გაუჭირდება“.