ვარლამ ხათრიძე – “შსს პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ვერ ისვენებს…”

ვარლამ ხათრიძე - "შსს პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ვერ ისვენებს..."„შსს პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ვერ ისვენებს, ისევ უკანონო მოქმედებებით ცდილობს ინფორმაციის მიღებას.
ეშინია?
მასზე იმდენი ვიცი მშვიდად ვერ იქნება, მესმის.

კახაბერ, ჩემი და ჩემი რამდენიმე მეგობრის ფეისბუქ გვერდის გატეხვა, თან ერთდროულად, რამ მოგაფიქრა?

სცადე, დაფიქრდი, კახაბერ, რას დაგიტოვებ სოც ქსელში? “კომპრომატს”? თუ “წყაროს” გაშიფრავ?
რამდენ “წყაროს” გაშიფრავ, კახაბერ?

მეტ და მეტ შეცდომას უშვებთ შენ და ალექსანდე ხოჯევანიშვილი, ვეღარ გაიმართლებთ თავს: – “იმისგან (გახარიასგან) მოდიოდა დავალებებიო…”მაგას” (გახარიას) თავის ცოდვებიც ეყოფა…

რაც შეეხება ჩემს მობ. ნომერს კარგად “დააკრებსინე” და გულდასმით წაიკითხე…
არაფერს გეუბნება“? – წერს სოციალურ ქსელში შსს-ს გენინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე.