ალეკო ელისაშვილი – ხვალ ლოკომოტივის სტადიონთან ვიკრიბებით… არანაირი ცემა-ტყეპა და ძალადობა

ალეკო ელისაშვილი - ხვალ ლოკომოტივის სტადიონთან ვიკრიბებით... არანაირი ცემა-ტყეპა და ძალადობაალეკო ელისაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს:
“ხვალ, 9 მაისს რუსული დაფინანსებით და ორგანიზებით ე.წ. “უკვდავთა პოლკის” მსვლელობას აპირებენ. იმის გამო რომ უშიშროების სამსახური მოშლილია და იმის გამო, რომ ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ ფურცელზეღა არსებობს, სახელმწიფო უნდა დავიცვათ ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ. ხვალ, 9 საათზე ლოკომოტივის სტადიონთან ვიკრიბებით რომ პარალელური მსვლელობა მოვაწყოთ. არანაირი, ცემა-ტყეპა და ძალადობა. უბრალოდ ვიკრიბებით რომ ბოლომდე ვერ წაიღოს ეს ქვეყანა რუსეთმა. გელოდებით ყველას ხვალ, 9 მაისს, 9 საათზე ლოკომოტივის სტადიონთან“ – წერს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.