არჩილ გამზარდია – “6 თვის წინ, ამ წუთებში, მამაჩემი ჯერ კიდევ სუნთქავდა…”

არჩილ გამზარდია - "6 თვის წინ, ამ წუთებში, მამაჩემი ჯერ კიდევ სუნთქავდა..."არჩილ გამზარდიამ ფეისბუქში დაწერა:

“6 თვის წინ, ამ წუთებში მამაჩემი ჯერ კიდევ სუნთქავდა. რამდენიმე საათში დამშვიდდა, როცა საბოლოოდ ამოისუნთქა. რაც 39 წელი ჩემთვის აწმყო იყო, ეს თვეებია წარსულად იქცა, თითქოს არაფერია არაჩვეულებრივი ამაში, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიღებ შეუჩვეველ აწმყოს, მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ მიჭირს და როგორ მანატრებს მამაჩემს.

ჯერ კიდევ ვერ გადავეჩვიე ოთახებში მამაჩემის თვალით ძებნას, ჯერ კიდევ ვერ გადავეჩვიე აგარაკზე მამაჩემის დანახვას ყოველ ნაბიჯზე. ჯერ კიდევ ვერ გადავეჩვიე ფრთამოტეხილობას, უმშობლობით გამოწვეულს… არცერთი დარდი არ უტოლდება ოჯახის წევრის აღარ არსებობას.

6 თვე… თითქოს არც ყოფილა… ყველა დღე იმ დღევანდელივით… შეუმჩნეველი დარდი და მონატრება… თან როგორი, ნაფიქრალსა და ნავარაუდევზე ბევრად მეტი.

არც არაფერი განსაკუთრებული… ლოგიკური, კანონზომიერი, ბუნებრივი და… მაინც მძიმე და აუტანელი…

როცა მეუბნებოდნენ სხვები, სიცოცხლეში კიდევ მეტად მოეფერეთ მშობლებსო, ვბრაზდებოდი მათ ლოზუნგებზე და ჩახვეულ ფრაზებზე, დღეს კი მეც მათსავით განვიცდი თუ რამ დავაკელი და საკმარისად არ გამოვხატე.

ჩემ მიერ შეძულებული რიცხვი 27… რიცხვი რა შუაშია, მაგრამ თავისდაუნებურად იქცა მუდმივი ტკივილის იუბილედ…”