დოდონა კიზირია – „გააგრძელეთ, ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთ, კომპიუტერზე კაკუნი, გულში მჯიღის ცემა და რა გვეშველებას ძახილი“

დოდონა კიზირია - „გააგრძელეთ, ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთ, კომპიუტერზე კაკუნი, გულში მჯიღის ცემა და რა გვეშველებას ძახილი“„მოკლედ ასე. სულ კარგად მეყოლეთ ყველა. მე გავდივარ. 19 მაისამდეც ვერ მოვიცდი.

პუტინს მოკითხვა გადაეცით. სულ მალე ჩამოვა საცოდავი ქართველების გადასარჩენად. რასაკვირველია წითელი დროშებით და სტალინის სურათებით შეხვდებიან, ვაშასაც შესძახებენ. ისევე როგორც ხრუშჩოვს შეეგებნენ იმის მერე, როცა რუსებმა სანაპიროზე ოთხასამდე ქართველი ჩაცხრილეს.

ხოლო ვინც არ შეეგებება, გააგრძელეთ, ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთ, კომპიუტერზე კაკუნი, გულში მჯიღის ცემა და რა გვეშველებას ძახილი“. – წერს ფეისბუქ გვერდზე დოდონა კიზირია.