ხათუნა ხოფერია – “ზუგდიდის მერობა სანდრას ისე სჭირდებოდა, როგორც ვირს ნალები”

ხათუნა ხოფერია - "ზუგდიდის მერობა სანდრას ისე სჭირდებოდა, როგორც ვირს ნალები"ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“სანდრამ, ზუგდიდის მერის არჩევნებთან ერთად, საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლეც გააზეხერა!!!…
ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში, ახალი წესრიგის დამყარების მიზნით წამოწყებულ თამაშში, სანდრამ ყველაზე დიდი კუში დადო… და წაასხა…
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე (700 000 ხმა), ნაციონალების პოლიტიკური აქციების ფასი, მართლაც, ანგარიშგასაწევი იყო და მისი დაპატრონების სურვილი და აზარტი სანდრასაც რომ გაუჩნდა, გასაკვირი არავისთვისაა. აბა, ზუგდიდის მერობა სანდრას ისე სჭირდებოდა, როგორც ვირს ნალები, მაგრამ მაღალი რისკი და გაზრდილი ფსონი რეალურად მისცემდა პარტიაში და პარტნიორებში არსებული გავლენების შეცვლის საშუალებას და საკუთარი თამაშის წესების დადგენის შანსს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, “პატრონებთან” და ხელისუფლებასთან ვაჭრობის ახალ ბერკეტებს.
იყო თუ არა სანდრასთვის ზუგდიდის არჩევნები ბოლო აზარტული პარტია, რომლის თამაშის უფლებაც მისცეს?!.. არ ვიცი და მკითხაობასაც არ ვაპირებ… ერთი კი ფაქტია, რულოვსის განცხადებებიდან, მისი ქცევებიდან და დაუფარავი აგრესიიდან გამომდინარე …… სანდრამ ზუგდიდში, როგორც პოლიტიკოსმა, სეროზული კუში წააგო..
მოკლედ კი, პოლიტიკური სიცოცხლის ბოლო შანსი გააზეხერა…..”