ხატია ახალაია აღაიანის ტრაგედიაზე – ”16 წლის ბავშვს 7.5 თვის ბავშვი რომ ჰყავდა, კითხვები არ გიჩნდებათ, ხალხო??!!”

ხატია ახალაია აღაიანის ტრაგედიაზე - ”16 წლის ბავშვს 7.5 თვის ბავშვი რომ ჰყავდა, კითხვები არ გიჩნდებათ, ხალხო??!!”აღაიანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ხატია ახალაიამ ფეისბუქში დაწერა:

16 წლის ბავშვს 7.5 თვის ბავშვი რომ ჰყავდა კითხვები არ გიჩნდებათ ხალხო??!! როდის დაორსულდა?! 15 წლის ხომ?!!! ვინც დააორსულა ისიც არაფრის აზრზე არ იყო ცხადია! ორსულობა და მშობიარობა ჯერ როგორი სტრესია ორგანიზმისთვის ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად…(ნაადრევ ასაკში დედათა სიკვდილიანობის რაოდენობა მოიკითხეთ მარტო!)

სხვას კი არაფერს ვასწავლი რეგიონებში გოგოებს, ბიჭებს!!!! ინფორმირებულობას ვზრდით და ვიცავთ თქვენს შვილებს: ნაადრევი სექსუალური კავშრებისგან, ორსულობისგან, სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან და .შ…

წარმოდგენა არ გაქვთ რა ხდება!!! თქვენს შვილებს საერთოდ არ იცნობთ, სრულიად გაუცხოებული ხართ მათგან! არ არიგებთ, არ ესაუბრებით იმ მნიშვნელოვან თემებზე რაზეც პასუხები ჰაერივით სჭირდებათ!!!!! რომ დაცულები და ბედნიერები იყვნენ!
თქვენც არავინ გესაუბრებოდათ და ვერ ხვდებით, ეს როგორ დაიცავს მათ ძალადობებისგან, ტკივილისგან, გაუბედურებისგან…

მე და ჩემნაირები ვესაუბრებით და ქვებით დამსდევთ!!!! გვიქმნით დისკომფორტს, რომ ქვეყნიდან გავიქცეთ!!!
საშინელი ქვეყანა გვაქვს, საშინელი მმართველებით!!! და მე პირადად იმედიც ჩამიკვდა, რომ რამე შეიცვლება!!!!