მამა პეტრე – „თუ ვინმეს დახმარების სურვილი გექნება, წინასწარვე შეეგუე იმ აზრს, რომ მადლიერი არავინ დაგრჩება“

მამა პეტრე - „თუ ვინმეს დახმარების სურვილი გექნება, წინასწარვე შეეგუე იმ აზრს, რომ მადლიერი არავინ დაგრჩება“„თუ ვინმეს დახმარების სურვილი გექნება, წინასწარვე შეეგუე იმ აზრს, რომ მადლიერი არავინ დაგრჩება. ამის გამო სიკეთის კეთების ინტერესი მაინც არ უნდა დაკარგო… იმაზე დიდ სიამოვნებას არაფერი მოგანიჭებს, ვიდრე ვიღაცის მხარში დგომა და დახმარებაა… ნურც იმას დაითვლი, ვინ იმსახურებს და ვინ არა… ნურც ის შეგაშინებს, ვინმემ შენი გამოყენება არ იფიქროს… სიკეთის კეთება სულის მდგომარეობაა… ის ყველას არ შეუძლია…არც ის შეუძლია ყველას, დახმარება დააფასოს და სხვისთვისაც იგივე მოინდომოს… არის ადამიანთა კატეგორია, მთელი ცხოვრება იქით ითხოვს.

მათხოვრობა ცხოვრების წესად აქვს გადაქცეული და გავალდებულებს, გინდა თუ არა, აუცილებლად უნდა დაეხმარო.ვისაც ყველაფერი აქვს, იმას რომ ეხმარები, სიკეთე არა, ბოროტებაა, რადგან მის გვერდით ისეთები ცხოვრობენ, პურიც რომ ენატრებათ…მდიდარი ადამიანების ყველაზე დიდი დაავადება ის არის, რომ ისევ მდიდრებისთვის იხარჯებიან.

ღარიბებთან წუწუნებენ, თავი ძლის გაგვაქვსო… ეს იმიტომ ხდება, რომ მდიდრებისგან უკან ელოდებიან…. ღარიბები კი იგივეს ვეღარ დაუბრუნებენ, მაგრამ იმ სიმდიდრით დაავადებულებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, ღარიბების დახმარებით უკან მეტი სიმდიდრე უბრუნდებათ, ვიდრე მდიდრებთან დანახარჯით, რადგან ის სამუდამოდ დაკარგულია… ვისაც მართლა შენი მხარში დგომა სჭირდება, იმას დაუდექი… ნურც მადლობას დაელოდები… არავინ იცის, სინამდვილეში რა განსაცდელისგან გიხსნის ის სიკეთე, რომელიც აბსოლუტურად უანგაროდ გაეცი!“ – წერს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი.