მეტრო სარაჯიშვილში 20 წლის ბიჭმა თავი მოიკლა – “ლიანდაგზე ჩახტა, იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა”

მეტრო სარაჯიშვილში 20 წლის ბიჭმა თავი მოიკლა - "ლიანდაგზე ჩახტა, იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა"მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” მგზავრს მატარებელი დაეჯახა. მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა.
მამაკაცი გარდაიცვალა. ის 20 წლამდე ასაკისაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ „უწყვეტი სიგნალით“ მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

„დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. იქამდე იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება“, – აცხადებენ თვითმხილველები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.