ნიკა გვარამია – “ჭიათურის 65%-მა ხმა მისცა ქოცებს და 3 დღეში იმავე ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია”

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“აი მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნული უბედურება:

სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭიათურის 65%-მა ხმა მისცა ქოცებს. და დღეს, იმავე ჭიათურაში, ყველაფერი გაჩერებულია, მოსახლეობა (აი ის 65%) მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გაფიცვაა.

და, ჩვენ რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს? შარშან ხო არ მომხდარა? აგერ, სამი დღის წინ, მაშინაც გაფიცული რომ იყვნენ. მეტიც, გაფიცვიდან ავტობუსებით წაიყვანეს და 41 შემოახაზინეს.

ხოდა, იმან იზრუნოს და ის წუხდეს, ვისაც საკუთარი ერთადერთ ნდობის მანდატი გადასცეს, ჩვენ რა შუაში ვართ?”

დატოვეთ თქვენი კომენტარი