ფეისბუქმა რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა

ფეისბუქმა რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა„ფეისბუქმა“ რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაბლოკა, ვინაიდან ისინი „საშიშ ინდივიდებად“ მიიჩნია.

მემარჯვენე ვებგვერდის – InfoWars-ის ხელმძღვანელი ალექს ჯოუნსი, მისი ბრიტანელი რედაქტორი პოლ ჟოზეფ უოთსონი და ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის რედაქტორი მილო იანოპულოსი სიძულვილის ენაში დაადანაშაულეს და „ფეისბუქმა“ დაბლოკა.

ამას გარდა, პოლიტიკურ რელიგიური მოძრაობა Nation of Islam-ის ლიდერი ლუის ფარახანიც დაიბლოკება, ვინაიდან იგი ანტისემიტური მოსაზრებების გამოხატვით გამოირჩევა.

შეგახსენებთ, „ფეისბუქმა“ სოციალურ ქსელში უკვე დაბლოკა ანტიისლამური ბრიტანული ჯგუფები, როგორიცაა, Britain First. აკრძალვები „ინსტაგრამზეც“ გავრცელდება, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის.

იპნ