„პრემიერს მახათას მთაზე ცოტა ღვინო დაალევინეს, ვის არ მოსვლია?!“

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გუშინ, მახათაზე, პრეზიდენტის გამოსვ ლის დროს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„გუშინ ბახტახის გამოსვლამდე გამოვიდა ღონისძიების წამყვანი, რომელმაც პრემიერი წარადგინა. ბახტაძის გამოსვლის მერე დაიწყო სიმღერა. არც წამყვანის და არც სიმღერის დროს არანაირი ხარვეზი ხმას არ ქონდა. ანუ რას გვიმტკიცებენ, რომ “ტექნიკურმა ხარვეზმა” მხოლოდ ბახტაძე ამოირჩია და წამი-წამზე დააჯდა მის გამოსვლას? 🙂

ამ სისულელის ტირაჟირებას არ ჯობია, თქვათ, რომ პრემიერს მახათას მთაზე ცოტა ღვინო დაალევინეს? ვის არ მოსვლია? ამას წინათ მთლად ევროკომისიის პრეზიდენტი დაბანცალებდა მთვრალი. უბრალოდ, ნუ მოგვატყუებთ და ისედაც სახელშელახულ საზმაუს კიდევ მეტ ცოდვას ნუ აკიდებთ. ეს საზმაუ რომ უთვმოყვარეოა და მზად არის თავზე ნაცარი დაიყაროს, კიდევ სხვა საკითხია.“

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019