„ქართული ოცნება“ ზუგდიდში დასრულებულია – პაატა მანჯგალაძე

„გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას“ წევრი, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ზუგდიდში, ბოლო პერიოდში განვიტარებული მოვლენები ნათლათ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულებულია. მისი თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნებს, 5 ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება, რაც იქნება ხმების დაცვის მაქსიმალური გარანტი.
„ბოლო დღეებში, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია და დარჩენილია, მხოლოდ არჩევნებზე ამის ოფიციალური გაფორმების პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მათ შორის „ქართული ოცნების“ კვლევებითაც, ხელისუფლების მიმართ, მოსახლეობის უკმაყოფილება და საპროტესტო განწყობები გაზრდილია. საყურადღებოა ასევე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვევნების პირველ ტურის შედარიბით თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში, ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი 7000 ზე მეტი ხმით დაამარცხა. 2019 წლის მერის არჩევნებს, საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, 5000 მდე, დამკვირვებელი და წარმომადგენელი დააკვირდება, რაც თითქმის გამოირიცხავს უბნებზე პირდაპირი მანიმულაციების შესაძლებლობას და რეალურს ხდის ხალხის მიერ მოთხოვნილი ხმების დაცვის შესაძლებლობას. ამ პირობებში, ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა და მანიპულაცია დააჩქარებს ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების პროცესს და ხალხის რეალურ განწყობებზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, ყველა რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხალხი 19 მაისს ძალაუფლებას დაიბრუნებს და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა რულოვსი, ზუგდიდში მერის არჩევნებში გაიმარჯვებს. საჭიროა, სამოქალაქო აქტიური პოზიცია, მაქსიმალური მობილიზება, და თავისუფალი არჩევანი. ზუგდიდი არ იყიდება! „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქ დასრულებულია.“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019