ყოფილმა პოლიტპატიმარმა დავით გაიხარაშვილმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში წერილი დაწერა, ამის შესახებ ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და აქვეყნებს მის სტატუსს. ბოლო ინფორმაციით მასთან კონტაქტზე გავიდნენ და ცდილობენ გადააფიქრებინონ თვითმკვლელობა.
„ჭკუაზე არ ვარ! თუ ვინმეს ხმა მიგიწვდებათ, სასწრაფოდ დაუკავშირდით!!!
ჯერ ქეთო დეიდას სიკვდილი ვერ მომინელებია…
დათო, უფალი შენთან, სისულელე არ ჩაიდინო“! – წერს ზაზა დავითაია.

