“თუ გადაწყვიტეთ მეფის მოკვლა, არ ააცილოთ. ჩამოახრჩვეთ ყველა” – ამ სიტყვების გამო ჯეიმს ვუდსი ტვიტერიდან მოკვეთეს

"თუ გადაწყვიტეთ მეფის მოკვლა, არ ააცილოთ. ჩამოახრჩვეთ ყველა" - ამ სიტყვების გამო ჯეიმს ვუდსი ტვიტერიდან მოკვეთესცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯეიმს ვუდსი ტვიტერში გამოქვეყნებული ტვიტის გამო ამ სოციალური ქსელიდან მოკვეთეს.

“თუ გადაწყვიტეთ მეფის მოკვლა, არ ააცილოთ. ჩამოახრჩვეთ ყველა” – დაწერა ვუდსმა 19 აპრილს ტვიტერში. ამ ტვიტით ის გამოეხმაურა სპეცპროკურორ მუელერის მოხსენებას, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას მიეძღვნა.

სოცქსელის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ მსახიობის ტვიტი არღვევს ტვიტერის ქცევის ნორმებს და წარმოადგენს ძალადობისკენ მოწოდებას.

ამავე დროს, ვუდსი ტვიტერიდან სამუდამოდ არ გაუძევებიათ, მისი ექაუნთი დროებითაა დაბლოკილი.

ამ ამბავმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მას პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა.

“ძალიან გასაკვირია, როდესაც ისეთ კონსერვატიულად განწყობილ პიროვნებას, როგორიც ჯეიმს ვუდსია, აძევებენ ტვიტერიდან”, – დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერში.