საქართველო–თურქეთის საზღვარზე საბაჟო გამშვებ პუნქტ “ვალესთან”, თურქეთის მხარეს, სამგზავრო ავტობუსის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შემთხვევა 8 მაისს, დაახლოებით, 20:00 საათისთვის მოხდა. ავტობუსი საქართველოდანი თურქეთის მიმართულებით მიდიოდა.
“სკანერზე გატარების დროს ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, არავინ არ დაშავებულა. ირანული ავტობუსი იყო”, – გვითხრა ფაქტის თვითმხილველმა.
სამხრეთის კარიბჭე