პეტრე კოლხი – „ძალიან დიდი სურვილი მაქვს, წაქცეული წამოაყენოს, მშიერი დააპუროს, მტირალს ცრემლი მოწმინდოს…“

პეტრე კოლხი - „ძალიან დიდი სურვილი მაქვს,  წაქცეული წამოაყენოს, მშიერი დააპუროს, მტირალს ცრემლი მოწმინდოს…“პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„იმის მოუხედავად, რომ შიო მუჯირმა ჩემ მიმართ უსამართლო, ტენდენციური ვადაწყვეტილება მიიღო, არ მაქვს უფლება, პატარა ადამიანურ გულისწყრომაზე მაღლა არ დავდგე… თუმცა ჩემი პრობლემა ჩემთვის პატარა არა, სამყაროზე დიდია…
შიო მუჯირმა არ გაითვალისწინა არც ჩემი პიროვნება, არც პატრიარქის დამოკიდებულება ჩემდამი და არც ჩემი შვილების მდგომარეობა…. პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დააყენა და ჩემი მოშორებით ხარკი გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას”.
მე მაინც ვთვლი, რომ დღეს კონსოლიდაცია, მხარში დგომა და ერთსულოვნება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს…
შეეწიოს შიო მღვიმელი და უძღოდეს იესო, ამ ურთულეს გზაზე….
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ქრისტეს მიემსგავსოს და ადამიანების გულისტკივილი გულთან ახლოს მიიტანოს…. წაქცეული წამოაყენოს, მშიერი დააპუროს, მტირალს ცრემლი მოწმინდოს….
მინდა არა მხოლოდ ,,ქართული ოცნების” და მისი ამომრჩევლების პატრიარქი, არამედ ყველაზე უპოვარი, დაჩიავებული, უიმედოდ დარჩენილი ადამიანის პატრიარქიც იყოს…
ნიჭიერი ადამიანები დააფასოს, ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნოს და მთელი საქართველო გულში ჩაიკრას….