ვის უწყდება სოციალური დახმარება?

ვის უწყდება სოციალური დახმარება?„ქართული ოცნება” სოციალურად დაუცველი ოჯახების ტოტალურად გადამოწმებას იწყებს.  ათასობით ოჯახს  სოციალური შემწეობა ირაკლი კობახოიძის ამ დადგენილებით შეუწყდება. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ოჯახ-ოჯახ დადიან და ადგენენ, ვის ეკუთვნის სოციალური დახმარება და ვის არა. კობახიძე იუწყება, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და სოციალურ შემწეობას  აღარ საჭიროებს.

როგორ აღმოჩდნენ სოციალური შემწეობის მიმღებთა შორის მაღალშემოსავლიანი და მდიდარი  ოჯახები? ღარიბი ხალხი ერთბაშად გამდიდრდა თუ  სოციალური დახმარება თავიდანვე  შეძლებულ ხალხს საარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ დაენიშნათ? და თუ ასეა, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული?  მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დაწყებული შემოწმებებით ყველაფერი გაირკვევა.

დღეს ქვეყანაში 700 000 მდე ადამიანი  სოციალურ  დახმარებას იღებს. ექსპერტების თქმით, “ქართულ ოცნებას” ეს რიცხვი არ მოსწონს რადგან, ივანიშვილის პარტიის პროპაგანდა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და გასაოცარ ეკონომიკაზე საუბრობს. ამიტომაც თუ სოციალურ შემწეობის მიმღებთა რიცხვი 8 % ით შემცირდება, ოცნება იტყვის, რომ ეკონომიკური ზრდა ყველას  თანაბრად შეეხო.