”ასეთი წუთები სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს… სინათლის ერთი წვეთი უკუნეთს ანათებს” – რა შეემთხვა ირინა სარიშვილს

”ასეთი წუთები სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს... სინათლის ერთი წვეთი უკუნეთს ანათებს” - რა შეემთხვა ირინა სარიშვილსირინა სარიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

”დღეს ამ სიცხეში რაღაცას ვეძებდი ახლო–მახლო უბნებში. ნუ რა თქმა უნდა ვერ ვნახე, მერე ტაქსის გასაჩერებლად დავდექი და რაღა ვაკე გითქვამს დღეს ტაქსის მძღოლისთვის და რაღა ჯოჯოხეთი. მოკლედ ვდგავარ ასე ყურებჩამოყრილი და ვიწვი კარფურის ასაშენებელი ტერიტორიასავით რო გამიჩერა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, უბრალოდ ლამაზმა გოგომ, წამო წაგიყვანო, ცოტა გავიპრანჭე და ჩავჯექი, მერე ტელეფონით ლაპარაკით გაიგო და სიტყვასაც მოყვა საუბრისას რასაც ვეძებდი, გავჭორეთ გზაში ყველა და ყველაფერი, ბოლოს მოვედი სახლში და ცოტა ხანში მწერს – რასაც ეძებდი მე გიყიდე და სად მოგიტანოო <3 ისე ლამაზად მომწერა და მერე ისე ლამაზად მელაპარაკა რომ საერთოდ გამიქრა უხერხულობის შეგრძნება. აქ არც იმ ნივთშია საქმე და არც მით უმეტეს ფულში – ასეთი წუთები სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს, სხვას რო გადახდეს თავს მაშინაც.
ჰოდა ამიტომ გიყვებით რომ თქვენც გათბეთ, გაგეღიმოთ და ჩემსავით იფიქროთ ის რაც მართლა ასეა: ერთი წვეთი სინათლის უკუნეთს ანათებს <3”