ბათუმში ზღვაზე 4 ბალიანი შტორმია

ბათუმში ზღვაზე 4 ბალიანი შტორმიაშავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამაშველო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკაონ ზღვაში შესვლისგან. სანაპირო ზოლთან მობილიზებულები არიან მაშველთა დამატებითი ჯგუფები.

„საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.

სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავი 2