„ჩემი და ადეიშვილის შედარება სასაცილოა“ – რატომ დაუპირისპირდა გვარამია ზურაბიშვილს?

„ჩემი და ადეიშვილის შედარება სასაცილოა“ - რატომ დაუპირისპირდა გვარამია ზურაბიშვილს?ზურაბ ადეიშვილთან მოსალოდნელ ინტერვიუს, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერს დავით ზურაბიშვილსა და „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის ფეისბუკგარჩევები მოჰყვა.

როგორც დავით ზურაბიშვილმა დაწერა, ადეიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და ის ციხეში უნდა იყოს, რაზეც ნიკა გვარამიას პასუხი იყო რომ ამ ლოგიკით დავით ზურაბიშვილიც დამნაშავეა, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას და ქვეყნის რუსეთის აგენტურული ქსელის მიერ მართვას შეუწყო ხელი.