ელგა ფოლადიშვილი – ვინ დათვალა, რომ თურმე 28.000 რუსმა ტურისტმა ერთ დღეში დატოვა საქართველო და 75.000 ჯავშანიც ერთ დღეში გაუქმდა

„ერთი იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა ( თუმცა მათემატიკის მასწავლებელსაც სიამოვნებით გავიცნობდი) რომლებიც წერთ და აზიარებთ ინფორმაციას, რომ თურმე “28.000 რუსმა ტურისტმა ერთ დღეში დატოვა საქართველო და 75.000 ჯავშანიც ერთ დღეში გაუქმდა”.
დიდი მათემატიკური გონებითა და განათლებით არ გამოვირჩევი, მაგრამ იმდენს კი ნამდვილად ვხვდები, ამ რაოდენობის “28000” მგზავრების გადაყვანას რა რაოდენობის თვითმფრინავი და რეისის შესრულება დაჭირდებოდა(!)
ასევე მაინტერესებს იმ სტრუქტურისა თუ კერძო პირის ვინაობა, ვისაც საქართველოს ყველა სასტუმროს, ჰოსტელისა თუ ბინის მეპატრონე ერთ დღეში, ერთდროულად დაუკავშირდა (ოღონდ არ ვიცი რატომ და თან მაინც და მაინც მას) – თბილისიდან, ბათუმიდან, რაჭიდან, თუშეთიდან, სვანეთიდან, ყაზბეგიდან და მოკლედ, მთელი საქართველოდან – და აუწყა ჯავშნების გაუქმების შესახებ.
მან კი “ კალკულაცია” გააკეთა და დაადგინა სტატისტიკა – ერთ დღეში 75.000 ჯავშანი გაუქმდა(!)
ის რომ რუს ტურისტზე დამოკიდებული ტურისტული სეზონი და შესაბამისად, ქართული ეკონომიკა და ქართული მცირე ბიზნესი მძიმე შედეგების წინ აღმოჩნდა ეს ისედაც ცხადია!( “ღობის ჩხირის” თემაში არ ვარ. მათ შორის მეც ვარ და ჩემი ახლობლებიც.)
მაგრამ ეს რა უბედურება და მაზოხიზმია ამ არითმეტიკულ აფიორას ისედაც ცეცხმოკიდებულ “ ვოლებზე” ნავთის “ კალისტრებით”( ხო, კალისტრებით!) რომ დაარბენინებთ?!
თქვენი მათემატიკის მასწავლებლის, აი იმის დღემდე რუსულ “კაკებეშნიკურ მათემატიკას” რომ გასწავლით, ჭირიმე, არ დაგვზარდეთ და ბარემ ისაც “ დაგვიანგარიშეთ” რამდენი ადამიანი შეეწირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსულ ოკუპაცია და რამდენი რუსი ტურისტი გვეყოლებოდა პარლამენტის ფიანდაზებზე ფიანდაზად რომ “გავგებულიყავით”!
და კიდევ, შუაში მეტობის ან ნაკლებობის ნიშნის დაწერა არ დაგავიწყდეთ!
“ტოლობის” ნიშანს ჩვენ დავწერთ!“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელგა ფოლადიშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019