გია ხუხაშვილი – “რუს ტურისტებზე წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ”

გია ხუხაშვილი - "რუს ტურისტებზე წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ"გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“რუსული მონაცემებით, საქართველოში დღეს 10.000-ზე ნაკლები ტურისტია. მთელი სეზონის განმავლობაში ეს რიცხვი შეიძლება ერთი რიგით გაზრდილიყო. ეს, რა თქმა უნდა დანაკლისია, მაგრამ ჩემის აზრით, არა ისეთი დრამატული, როგორც ამას ხატავენ. იგივე ზღვის კურორტები მათ გარეშეც კარგად იყო ყოველთვის ათვისებული სომხური და აზერბაიჯანული მიმართულებებიდან. ახლაც ასე იქნება.

კონკრეტული ბიზნესები, რომელთა ძირითადი მიმართულება რუსეთი იყო, დაზარალდებიან. თუმცა, ეს არ არის სისტემური დარტყმა. ასე, რომ წუწუნს მოვეშვათ და საქმეს მივხედოთ. მითუმეტეს, რომ ტურიზმი არ შეიძლება იყოს არც ერთი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტი, ზუსტად სხვადასხვაგვარი, მათ შორის პოლიტიკური რისკების გამო.”