რამდენიმე წუთის წინ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა:
“გავიღვიძე და პირველი კადრი,რაც გამახსენდა, ის იყო,როგორ დასდევდნენ ადამიანებს ქუჩა-ქუჩა სპეცრაზმელები,როგორ ნადირობდნენ ახალგაზრდებზე. ეთერში მუშაობისას ასეთი მტკივნეული არ იყო ჩემი აღქმა,როგორც ეხლა,გაღვიძებულ რეალობაში😡😡😡. როგორ გადაიქცა გავრილოვის საპროტესტო აქცია სადამსჯელო სპეცოპერაციად, სამი რუსული სიტყვა ვიცი და თუ ვინმე შეეცდება ამის გაპრავებას კომენტარებში,ჩათვალეთ ეს სამი სიტყვა გითხართ😡
ხო,დამავიწყდა დამეწერა,წუხანდელს მერე ,გადაცემაში აღარ ვკითხავ ყოფილ ხელისუფლებას,სამაგიეროდ,თქვენ ხალხს სპეცრაზმით უსწორდებოდითთქო. ეს სათქმელიღა ჰქონდა ,ოცნებას,,, რითიც ყველა დებატში მორალურ უპირატესობას გრძნობდა და ესეც გააკეთეს. უნდა გამოვტყდე, შინაგანად მეც ასე ვიყავი დარწმუნებული,რომ ეს ხელისუფლება ხალხს არასოდეს დაარბევდა, რატომღაც ასე მჯეროდა….ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდია პოლიტიკური ქვეტექსტები, პარტიული ამბები და ასე შემდეგ, დღეიდან გადაცემაში , ,,ოცნებასთან,, დისკუსიისას , აღარასოდეს დავუსვამ კითხვას ყოფილ ხელისუფლებას -აბა თქვენ რომ ხალხს არბევდითთქო?((( მოვრჩი 😡”

