ინგა ფერაძე – „ნუთუ სა­ქარ­თვე­ლოს მიწა არ უნდა მე­ღირ­სო­ს“

ინგა ფერაძე - „ნუთუ სა­ქარ­თვე­ლოს მიწა არ უნდა მე­ღირ­სო­ს“ მომ­ღე­რალ ინგა ფე­რა­ძეს, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას “ფე­ის­ბუ­ქით” მომ­ღერ­ლის ახ­ლო­ბე­ლი ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფე­რა­ძე ამ­ჟა­მად ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. რო­გორც მომ­ღერ­ლის ახ­ლო­ბე­ლი წერს, ინგა ფე­რა­ძის ოც­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბაა, თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ამას ვერ ახერ­ხებს.

“იყო დრო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყო­ვე­ლი სახ­ლის ფან­ჯრე­ბი­დან მისი სიმ­ღე­რე­ბი ის­მო­და. მერე ის დროც მო­ვი­და რომ პი­რა­დათ გა­ვი­ცა­ნი და ოთხ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია ჩემს ცხოვ­რე­ბა­შია (ღვთის მად­ლით კი­დევ ერთი ამ­დე­ნი) ბევ­რი რამ გა­ი­ა­რა და ახლა რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი ისიც ე მ ი გ რ ა ნ ტ ი ა ! ბრი­უ­სე­ლის ერთ–ერთ გა­რე­უ­ბან­ში სულ პა­წა­წი­ნა სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში უდევს ბუდე. ენატ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, მე­გობ­რე­ბი, სცე­ნა, მაგ­რამ…… ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, თვე­ნა­ხევ­რის უკან ინ­გამ ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა. ღვთის შემ­წე­ო­ბით, ახ­ლობ­ლე­ბის ლოც­ვა–კურ­თხე­ვით და ექი­მე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და, მაგ­რამ მას­ში სი­მარ­ტო­ვემ და­ი­სად­გუ­რა. რუ­სუ­ლი ბა­ბტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი­დან კვი­რა­ში ერთხელ ვინ­მე თუ შე­უ­ღებს სახ­ლის კარს და ჭიქა წყალს მი­აწ­ვდის. შვი­ლი 50 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს. შვი­დი შვი­ლის დედა კვი­რა­ში ორ­ჯერ ძლივს ახერ­ხებს მო­ნა­ხუ­ლე­ბას.
უჭირს, ძა­ლი­ან უჭირს რო­გორც სუ­ლი­ე­რად ისე­ვე ფი­ზი­კუ­რად. მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც კი ხე­ლე­წი­ფე­ბა და­ეხ­მა­როს ინ­გას – იქ­ნებ რო­გორ­მე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სად­მე ერთ ოთახ­ში მი­ვუ­ჩი­ნოთ ბინა – ან მო­ხუც­თა სახ­ლში, ან ვინ­მეს იქ­ნებ და­კე­ტი­ლი ბინა გაქვთ რომ­ლი­თაც არ სარ­გებ­ლობთ (ასო­ბი­თაა ასე­თი)ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი მად­ლი. მახ­სოვს, ორი­ოდ წლის უკან მას­თან სტუმ­რო­ბი­სას რომ მი­თხრა – ნუთუ სა­ქარ­თვე­ლოს მიწა არ უნდა მე­ღირ­სო­სო. მი­წის რა მო­გახ­სე­ნოთ, ჯერ ღმერ­თმა აშო­როს ეს დღე და ბევ­რი წლე­ბი წინ მას, სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ე­რი და ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი რომ მის­თვის მის­წრე­ბა და ყვე­ლა­ზე დიდი წა­მა­ლია ეს კი ვიცი მე. მო­დით, და­ვეხ­მა­როთ ინ­გას, ავუს­რუ­ლოთ ოც­ნე­ბა და მი­ვუ­ჩი­ნოთ სად­მე პა­ტა­რა მყუდ­რო კუ­თხე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი მად­ლი ლე­გენ­და, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­სა­გან მი­ვი­წყე­ბუ­ლი დიდი ქალ­ბა­ტო­ნი­სათ­ვის. ჩემო ინგა, დაგ­ლო­ცოს უფალ­მა და ჯან­მრთე­ლო­ბა მოგ­ცეს. იმე­დი მაქვს გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ღვთის­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და შენს ნატ­ვრას აას­რუ­ლე­ბენ. სა­ოც­რად მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი!” – წერს “ფე­ის­ბუქ­ზე” ფე­რა­ძის ახ­ლო­ბე­ლი.
ინგა ფე­რა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ის ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. ატა­რებ­და წარ­მა­ტე­ბულ კონ­ცერ­ტებს, რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბელ­გი­ა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ფე­რა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.

ამბები