ირაკლი ოქრუაშვილი – „ქალბატონო ეკა!  უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა,  თქვენს მეუღლეს ბალზაკის “შაგრენის ტყავი” წაუკითხეთ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ქალბატონო ეკა!  უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა,  თქვენს მეუღლეს ბალზაკის "შაგრენის ტყავი" წაუკითხეთ“„ქალბატონო ეკა!!! ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის თხოვნაა თქვენდამი, როგორც ჩემი ქვეყნის პირველი ლედის მიმართ. უმორჩილესად გთხოვთ, ნიცშეს გარდა იქნებ სხვა წიგნებიც წაუკითხოთ თქვენს მეუღლეს. მაგალითად, ბალზაკის “შაგრენის ტყავი” ან სხვა, რომ მიხვდეს ტერმინი “ბალზაკის ასაკი” ქალბატონებთან მიმართებაში გამოიყენება და არა გუბაზთან, კოტესთან ან ჩემთან.

გთხოვთ იმიტომ, რომ თქვენი მეუღლე ტვ “ნადეჟდაზე” ჩვენზე მორიგ სიუჟეტს რომ გააკეთებინებს კვლავ ასეთი გაუნათლებელი არ გამოჩნდეს.

ბალზაკის ასაკის კმარას სახელით,

ირაკლი“, – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენეთ, რომ „იმედმა“ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ “გამარჯვებულ საქართველოს” ბალზაკის ასაკის „კმარა“ უწოდა.