ლევან ვასაძე პოლიციას _ „ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩვენებს ცემა არ დაუწყოთ, თორემ მიიღებთ პასუხს!“

ლევან ვასაძე პოლიციას _ „ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩვენებს ცემა არ დაუწყოთ, თორემ მიიღებთ პასუხს!“ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების შექმნა დააანონსა, რომელიც შედგება ათეულისა და ასეულისგან, რომელიც ერთიანობაში ქმნის ლეგიონს.

„ჩვენ მოვახდენთ თვითორგანიზებას სახალxო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული.

ჩვენ გვეყოლება ათეულები, ეს ათეულები შეიკრიბება ასისთავებად და ერთი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი. ჩვენ არ ვაპირებთ, ყველას ვისაც უნდა იგინოს იბილწსილტყვაოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, მისი ადგილი აქ არ არის.“ – მიმართა ვასაძემ მხარდამჭერებს ვერის პარკში.

ვასაძემ პოლიციას მიმართა და გააფრთხილა – „ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩვენებს ცემა არ დაუწყოთ, თორემ მიიღებთ პასუხს“.