“ოცნების” აქტივისტებმა თამარ ჩერგოლეიშვილის შვილს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ოცნების" აქტივისტებმა თამარ ჩერგოლეიშვილის შვილს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ქართული ოცნების” აქტივისტებმა დამკვირვებლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, მე-13 უბანზე მათ მამაკაცმა შეაგინა, ქალმა კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც აღმოჩნდა, “ოცნების” აქტივისტები თავს “ტაბულას” მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის შვილსა და მის მეგობარს დაესხნენ.

ჩერგოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდებს:

“დამკვირვებლები, რომლებსაც თავს დაესხნენ არიან ჩემი შვილი – კატო კოპალეიშვილი და მისი მეგობარი ანა ბარამიძე.

მე სახელმწიფოს ვთხოვ ეს 41 ნომერი ქაჯი კანონის დაცვით და სიმკაცრის იმ სტანდარტით დასაჯოს, რა სტანდარტითიც ლორთქიფანიძის პიჯაკის შემთხვევაში გამოიყენეს.

არაფერს ზედმეტს არ ვითხოვ – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რა სტანდარტიც თავად შექმენით, ზუსტად იმ სტანდარტით დასაჯეთ ეს პრიმიტივიც”- აცხადებს ჩერგოლეიშვილი.