პეტრე კოლხი – “ერი ასე რატომ დაბრმავდა, რატომ ჩამობნელდა…რუსეთი ქართველობის გენეტიკური მტერია”

პეტრე კოლხი - "ერი ასე რატომ დაბრმავდა, რატომ ჩამობნელდა…რუსეთი ქართველობის გენეტიკური მტერია"დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.მისი თქმით, ქართულ სამოციქულო ეკლესიას ისეთი მტერი არ ჰყოლია როგორიც რუსეთია.

“ქართულ სახელმწიფოებრიობას, სამიციქულო ეკლესიას ისეთი დაუძინებელი მოწინააღმდეგე არ ყოლია, როგორც რუსეთი… რუსეთზე მეტი მტერი კი ის ქართველია, ვისაც რუსეთი მეგობარი ჰგონია… მან ყოველთვის საფრთხე შეუქმნა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს…
ერი ასე რატომ დაბრმავდა, რატომ ჩამობნელდა… ,,ერთმორწმუნე” რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ის ეპოტინება დავით გარეჯის ლავრას…
რუსეთი ქართველობის გენეტიკური მტერია!..” – წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.