პეტრე კოლხი – “ილოცეთ, ვასაძე, ილოცეთ… ქამარი და კომბალი ქრისტიანობასთან ვერ მოვათავსე“…

პეტრე კოლხი - "ილოცეთ, ვასაძე, ილოცეთ...  ქამარი და კომბალი ქრისტიანობასთან ვერ მოვათავსე“...„რაინდ“ ლევან ვასაძის ქმედებებს და მის გადაწყეტილებას ქუჩაში პატრულირების გაუქმების შესახებ, დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მამა პეტრე ფიქრობს, რომ “რაინდი” დათმობაზე წავიდა.

“ილოცეთ, ვასაძე, ილოცეთ… აქამდე რომ გაგეკეთებინა ეს განცხადება, მეც მხარში დაგიდგებოდით… მაგრამ ქამარი და კომბალი ქრისტიანობასთან ვერ მოვათავსე… ოღონდ სამწუხარო ის არის, თქვენი ნებით კი არ გააუქმეთ თქვენივე იდეა, პატრულირების შესახებ, ეტყობა დათმობაზე წახვედით… ახლა სად არის თქვენი რაინდული სული, პატრიოტული შემართება, ეროვნული თვითშეგნება, სარწმუნოებრივი სიმტკიცე, ქართველი კაცის სიტყვის ფასი!.. ჯანდაბას ყველა მუქარა, ყველა ქამარი და კომბალი… ისევ ლოცვა, სინანული, სიყვარული და თავმდაბლობა სჯობს… ასე საკუთარ თავსაც გადავარჩენთ და ქვეყანასაც უფრო გამოვადგებით… მერწმუნეთ, ლოცვას მეტი ძალა აქვს, ვიდრე კომბალს, რაც არ უნდა მყარი ხისგან იყოს გამოთლილი… ხომ იცით, უფალი ამბობს, რწმენით თუ მთას ეტყვით გადადექი, მთა ადგილს შეიცვლისო… ჰოდა, რწმენა გაიძლიერეთ და ჩვენ ქვეყანას უზნეობისგან, გახრწნილებისგან მარტო კი არა, რუსეთისგანაც დაიცავთ!… დიახ, ბატონო ლევან, ლოცვაში აუცილებლად შემოგიერთდებით!.. ,,იყავნ, იყავნ!” – წერს მამა პეტრე.