პეტრე კოლხმა სალომე ზურაბიშვილი დაიცვა – ”საოცრად მომეწონა თქვენი ეს ნაბიჯი… ცოტა ძალიან გოიმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ”

პეტრე კოლხმა სალომე ზურაბიშვილი დაიცვა - ”საოცრად მომეწონა თქვენი ეს ნაბიჯი... ცოტა ძალიან გოიმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ”1 ივნისს სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას სათავეში ჩაუდგა.

პრეზიდენტის ამ გადწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები  მოჰყვა.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკოსებს “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოეხმაურა მამა პეტრე კოლხი.

“ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი ფოტო რომ ვნახე, ზვიადის ლექსი გამახსენდა-  “წინ მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე, წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი”!..
მოღლიცინეებს, ცოტა ძალიან გოიმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, საოცრად მომეწონა თქვენი ეს ნაბიჯი… ვისურვებდი, ყველა პრეზიდენტმა სამომავლოდ იგივე ნაბიჯი გადადგას და არა მარტო ნინოს გზით,

ასურელი მამების, ანდრია პირველწოდებულის გზითაც იაროს…

მომწონს, რომ ქალი პრეზიდენტი გვყავს, მომწონს მისი უშუალობა და კიდევ უფრო მომწონს, ამდენ დაუმსახურებელ განკითხვას და შეურაცხყოფას ღირსეულად რომ უძლებს…
ზოგიერთს თავი ძალიან ევროპელი და გამოსული ჰგონია, სინამდვილეში ორღობეს ვერ გასცდნენ…
შეიძლება ადამიანის დამოკიდებულება და მიდგომა არ მოგწონდეს, მაგრამ უწმაწური სიტყვების კორიანტელით ყველა თავს ილანძღავს…
ფსევდოლიბერალები ვითომ ყველას უფლებას იცავენ, სინამდვილეში თავად უწყობენ ხელს ნებისმიერ ძალადობას!..
ქალბატონო პრეზიდენტო, როცა ვიღაც არ მომწონს, მასზე საერთოდ არც ვსაუბრობ და არც ვფიქრობ… ეჭვი მაქვს, რომ უფრო მეტს მოსწონხართ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ გამოხატვის ფორმები აქვთ უტაქტო… აპატიეთ, ასე მიეჩვივნენ, აღზრდის ბრალია…

თქვენ კი, მალე ილორის მოლოცვას გისურვებთ!..” – წერს პეტრე კოლხი.