“რეზინის ტყვიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქნა შეძენილი”

"რეზინის ტყვიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქნა შეძენილი"თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო დავით მაყიშვილი აცხადებს, რომ ტყვიები რომელიც 20 ივნისის ღამეს აქციის დასაშლელად გამოიყენა გახარიას უწყებამ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქნა შეძენილი და არა 2012 წელს, როგორც მინისტრმა განაცხადა:
„რეზინის ტყვიები რომელიც გამოყენებული იქნა 20 ივნისს აქციის დასაშლელად, არა 2012 წელს არამედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქნა შეძენილი თურქეთის რესპუბლიკაში, შსს შესყიდვების სამსახურის მიერ.“- წერს დავით მაყიშვილი.