“რუსთავი 2 -ში მატყუარები მუშაობენ და მამაშენიც მატყუარაა” – რას ეუბნებიან ბაღში მიხეილ სესიაშვილის ბავშვს

“რუსთავი 2 -ში მატყუარები მუშაობენ და მამაშენიც მატყუარაა” – რას ეუბნებიან ბაღში მიხეილ სესიაშვილის ბავშვს„რუსთავი2“-ის წამყვანის მიხეილ სესიაშვილის შვილს ბაღში მამის სამუშაო ადგილის გამო აბულინგებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე წერს. ის მოუწოდებს მშობლებს უფრო ყურადღებით იყვნენ შვილების თანდასწრებით გარკვეულ თემებზე საუბრისას, რადგან ამით არამარტო თავის შვილს არამედ სხვის შვილსაც შეიძლება მიაყენონ სერიოზული ზიანი:

“ჩემი შვილი გაბრაზებული და განერვიულებული მოვიდა ბაღიდან, ჯგუფელებს ვეჩხუბეო, იმიტომ რომ მეუბნებოდნენ, რუსთავი 2 -ში მატყუარები მუშაობენ და მამაშენიც მატყუარაა…

ხოდა ამ ბავშვების მშობლების საყურადღებოდ, აბა ცოტა თავს შემოუძახეთ და დაფიქრდით რას ლაპარაკობთ თქვენი შვილების თანდასწრებით, რადგან ასეთი ქმედებით შეიძლება (თქვენი შვილი თუ არ გაღელვებთ) სხვის შვილს მიაყენო სერიოზული ზიანი, ჩამოუყალიბო უამრავი კომპლექსი და დაუნგრიო ავტორიტეტები 6 წლის ასაკში!!!

პ.ს. მეც მინდოდა მეთქვა საპასუხოდ რა ეთქვა ალექსანდრეს მისი თანაჯგუფელებისთვის, მაგრამ ვხვდები რომ ბავშვის გონების ასე დაბინძურება არ შეიძლება!!!!!”- წერს მიხეილ სესიაშვილი მეუღლე.