“შენი გულისტკივილით და თავგანწირვით ამომიყვანე სოფი ჯურღმულიდან. დაგლოცოს კეთილმა ძალებმა” – ლანა ფარნავას მადლობა

"შენი გულისტკივილით და თავგანწირვით ამომიყვანე სოფი ჯურღმულიდან. დაგლოცოს კეთილმა ძალებმა" - ლანა ფარნავას მადლობალაგოდეხში დაღუპული სოფო ნიკოლეიშვილის დედამ ლანა ფარნავამ მისი შვილის ცხედრის ამოსვენებისთვის რეინჯერ შალვა გელაშვილს ფეისბუქით მადლობა გადაუხადა:

“მადლობა შვილო შალვა,ჩემი სოფის გარეშე რომ არ დამტოვე..რომ თავი გადადე მისი ამოსაყვანად იმ სასტიკი და დაუნდობელი ადგილიდან. როცა ძებნა 24 საათი მიმდინარეობდა,იმედი გადამეწურა.მიპოვნიდნენ თუ არა შვილის ცხედარს და წარმოდგენაც არ მინდოდა ამის, შენ შეუძლებელი შეძელი შვილო. არავინ გავალებდა და შენი გულისტკივილით და თავგანწირვით ამომიყვანე სოფი ჯურღმულიდან. დაგლოცოს ყველანაირმა კეთილმა ძალებმა. იხარე ასეთი ვაჟკაცობისათვის. დასაფლავების დღეს ჩამოსულხარ შენივე ინიციატივით .ეს გვიან გავიგე დედი…მადლიერება ხალხო ამ ადამიანს,რომლისთვისაც სხვისი ჭირი უცხო არ არის და არც ეს ყოფილა პირველი შემთხვევა. აი,ვის უნდა უძღვნიდნენ გადაცემებს რადიო-ტელევიზია თუ ბეჭდვითი მედია უთმობდეს ადგილს.
ეს ბიჭი შალვა გელაშვილია.25 წლის ვაჟკაცი, ლაგოდეხის მკვიდრი. ოდესმე ჩაგიკრავ შვილო გულში….”