თამარ ჩუგოშვილი – “რუსი დეპუტატის ნახვამ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა”

თამარ ჩუგოშვილი - "რუსი დეპუტატის ნახვამ პარლამენტის თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა"სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძლის მორგებას ეხმაურება და კრიტიკულად აფასებს.

“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს, არ ვიცი.

არ ვიცი, რა უნდა ვთქვა.

ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა” – წერს თამარ ჩუგოშვილი.

ნიუპოსტი