“ბატკანი ყალყზე” და შსს-ს მაღალჩინოსანი მეჯვარე – განსაცდელში მყოფმა ლევან ჯიბღაშვილმა მარხვაში 400 კაციანი ქორწილი გადაიხადა

"ბატკანი ყალყზე" და შსს-ს მაღალჩინოსანი მეჯვარე - განსაცდელში მყოფმა ლევან ჯიბღაშვილმა მარხვაში 400 კაციანი ქორწილი გადაიხადამსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნარკოდანაშაულზე დააკავეს და დიდ განსაცდელში ჩავარდა, როგორც ჩანს ქეიფის და დროსტარების ხასიათზე ისევ მოვიდა.

გუშინ ლევან ჯიბღაშვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, როგორც მისი უახლოესი გარემოცვისგან გავიგეთ, მას სურდა ქორწილს მშვიდ გარემოში ჩაევლო, მაგრამ 400 კაციან ქორწილს რა დამალავს?

ლევან ჯიბღაშვილმა და სალი სულხანიშვილმა, რომელიც ბიზნესმენი მსახიობის პირველი შეყვარებული იყო, ქორწილი რესტორან “გუჯარში” გადაიხადეს.

საქორწინო ცერემონიალს წინ უძღოდა, წყვილის ვაჟის მიქაელის ნათლობა. ნათლობის
შემდეგ წყვილმა ხელი მოაწერა და შემდეგ კი რესტორანში გადაინაცვლეს.

ლევანს ქორწილში სამი მეჯვარე ჰყავდა, მისი ერთ-ერთი მეჯვარე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძეა, რომელმაც საზოგადოებას თავი, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ნიკა მელიასთან დაპირისპირებით დაამახსოვრა.

ლევანს საკუთარ ქორწილში შავი ფერის სამოსი ეცვა, ხოლო მის მეუღლეს სადა თეთრი კაბა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქორწილის გადახდა ჯიბღაშვილის სიმამრის, ფეფე სულხანიშვილის თხოვნა იყო, რომელსაც განსაცდელში მყოფმა სიძემ გვერდი მარხვის გამოც ვერ აუარა.

ლევან ჯიბღაშვილის ქორწილი განსაკუთრებულად ქართული ელემენტების გარეშე რა იქნებოდა? მართალია არც ჩოხებში გამოწყობილ მომღერლებს უმღერიათ და თავადაც არ ეცვა ტრადიციული ქართული სამოსი, მაგრამ აქაც გამოიჩინა ორიგინალურობა და დარბაზში “ბატკანი ყალყზე” შემოაგორეს.

ქორწილს მუსიკალურად დათო ხუჯაძე, აჩი ფურცელაძე და “ლათინო ბოის” აფორმებდა.

ტრადიციისამებრ, წვეულების დასასრულს გრანდიოზული საქორწინო ტორტიც გაჭრეს.

რეიტინგი