ბესელია ცქიტიშვილს – “ასეთი რამ რომც გაიფიქრო როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა”

ბესელია ცქიტიშვილს - "ასეთი რამ რომც გაიფიქრო როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა"მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მინისტრ მაია ცქიტიშვილის გამოხმაურებას ბესელია ყველაზე მდაბიო და სამარცხვინოს უწოდებს.
„ეს კომენტარი რომ წავიკითხე თვალებს ვერ დავუჯერე… ვერც წავუყრუე და ვერც „გავატარე“

ემოციურად ვწერ ახლა , მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა : ასეთი რამ რომც გაიფიქრო როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა …. ეს იმაზე უარესია რაც გვრიტიშვილმა იკადრა …

რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს ? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??

რას ელოდებით რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ გადავიმალო??? ზუსტად ეს მიზანი ქინდა ვინც ეს დაგეგმა !!! დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან რომ სულ ესაა ყელაფერი???

აი ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის მდაბიო და სამარცხვინო ….

მართლა ვერ შევხვდი მშვიდად რაც წავიკითხე ეს წუთია..“ – წერს ეკა ბესელია ფეისბუკზე.

ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში ცნობილი იყო, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრები შეიძლებოდა გავრცელებულიყო, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილი დამღლელი უწოდა და განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან ამ საკითხის მუდმივად დაყენება, არის მცდელობა, რომ ახალი ამბების დღის წესრიგში იყოს.