ბეჟან ნათელაშვილი – „ივანიშვილო, ძალიან ცუდად დაამთავრებ!“

ბეჟან ნათელაშვილი - „ივანიშვილო, ძალიან ცუდად დაამთავრებ!“„ივანიშვილო, ძალიან ცუდად დაამთავრებ და ეს ცარიელი მყვირალა ორთქლის გამომშვები პოსტი არაა.

საქართველოს უმრავლესობამ მართალია ძალიან გვიან, მაგრამ მაინც გააცნობიერა, რომ შენთვის ისინიც და მთლიანად საქართველოც დამჭკნარი ქინძის ფასია. და სწორედ აქედან გამომდინარე ამოგეწურა ყველა რესურსი, დაბოლების, მოსყიდვის, დაშინების. ამიტომ გადახვედი რეპრესიებზე, მაგრამ დახლის ვაჭრისგან დიქტატორი ისევე ვერ გამოვა, როგორც ჩურჩხელისგან სალამური! დაახვიე ქვეყნიდან სანამ ჯერ კიდევ ამის შანსი გაქვს, თორემ სპეცრაზმი ფიზიკურად ვერ შეძლებს მერე შენს საქართველოდან გათრევას, ვერ მოასწრებს უბრალოდ!!!

p.s. დაახვიე ივანიშვილო, ყველას ვერ დაიჭერ და ვერც ამ დაჭერებით ვეღარ შეაშინებ ვერავის, რადგან ყველა ხვდება, რომ შიშზე უფრო მძაფრი განცდა შვილის სიყვარულია და შენ ჩვენი შვილების მომავალს უფსრულში მიაქანებ!!!“ – წერს სოციალურ ქსელში ლეიბორისტების ლიდერი ბეჟან ნათელაშვილი.