დავით ჭიჭინაძემ საპენსიო ფონდი დატოვა

დავით ჭიჭინაძემ საპენსიო ფონდი დატოვადამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მან საპენსიო ფონდის დატოვების გადაწყვეტილება სისტემაში კონკრეტული გეგმის არარსებობის გამო მიიღო.

„არ არის კონკრეტული გეგმა გაწერილი, სად უნდა მიემართოს ეს თანხები. საპენსიო ფონდის მმართველები ფონდიდან უკვე ხელფასებს და შემოსავლებს ინაწილებენ.

სანამ ქვეყანაში საპენსიო რეფორმებს დაიწყებ, ეკონომიკური რეფორმები უნდა ჩაატარო და დემოგრაფიას მიხედო, რომ ფულის გადამხდელი მოსახლეობა ჭარბად გყავდეს,“ – განაცხადა ჭიჭინაძემ bm.ge-ისთან.

მისივე განმარტებით, საპენსიო რეფორმის გამო, ბიზნესიდან საკმაოდ დიდი ფულის მასა ამოდის, რაც დამაზიანებელია.

„ბიზნესს საკუთარი ფული, რომელიც მას შეეძლო ბიზნესის განვითარებისთვის მიემართა და მოსახლეობას ეს თანხა საკუთარი მოხმარებისთვის დაეხარჯა, ეს თანხები მთლიანობაში ჩვენს ეკონომიკას მოაკლდა. 2% ეს უპროცენტო ფულია, რომელიც ბიზნესს მოაკლდა, შესაბამისად, მისი კომპენსირება კრედიტებით მოუწევთ.

ჩემთვის ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამდენი ხანი გავიდა და არ იციან, ფული სად წაიღონ.

აგროვებენ და გეგმა არ არსებობს და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ვინც ეს გააკეთა იმას ფული გარკვეული მიზნებისთვის სჭირდებოდა ახლა ის მიზანი მთავრობისთვის გაუმართლებელია და  აქედან გამომდინარე, ნდობას არ იმსახურებს.

თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილს და დიმიტრი ქუმსიშვილს ამ თანხების საბანკო სექტორში განთავსება სურდათ. არ მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო იმიტომ, რომ ბანკებს ისედაც აქვთ თავისი შემოსავალი”, – განმარტა ჭიჭინაძემ.

ბიემჯი