ელისო კილაძე – “ხელისუფლება რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებს, რომელიც გვარამიას მოხსნის და ტელევიზიას გაყიდის”

ელისო კილაძე - "ხელისუფლება რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებს, რომელიც გვარამიას მოხსნის და ტელევიზიას გაყიდის"ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ხვალ ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი დღეა :
სტრასბურგის სასამართლო ცხადია იტყვის რომ რუსთავი 2-ის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება,მაგრამ საკუთრების საკითხის რევიზიას ალბათ,არ მოახდენს !
ხელისუფლება ტელევიზიას მის”კანონიერ” მფლობელს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებს .ქიბარი პირველი რასაც გააკეთებს დირექტორს შეცვლის , მერე კი ტელევიზიას გაყიდის .(არც მას ანდობენ სამართავად)
რუსთავი 2-ის მერე ,იმედს და მაესტროს გააერთიანებენ,მონების ნაწილს გაყრიან,ნაწილს დაიტოვებენ .საბაბი მარტივია-კრიზისულ სიტუაციაში სათანადოდ ვერ იმუშავეს.
შემოდგომაზე დგება ტვ პირველის რიგი-ფინანსებს გადაუკეტავენ.რას მოიმოქმედებენ ჭუტა წერეთელი(და მამუკა ხაზარაძე), გამოჩნდება !
ან გაურიგდებიან ბიძინას სასურველი პირობებით,ან ომს გამოუცხადებენ( რაც პირადად მე ცოტა მეეჭვება)
ასეთია ხელისუფლების კულუარული გეგმები-ვნახოთ რა მოხდება ხვალ !”

ნიკა გვარამიამ ელისო კილაძეს ჰკითხა:

“ეს მოსაზრებაა თუ ინფორმაცია, ელისო?”

ელისო კილაძემ ასე უპასუხა:

“ფიქრობენ რომ სტრასბურგი გადაწყვეტილებაში არ ჩაწერს რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრება არაა.ანუ საკუთრების კანონიერებაზე არ იქნება საერთოდ მსჯელობა.”