გია ხუხაშვილი – ”ბიძინასთან ჩვენი ბოლო საუბარი ამას მიეძღვნა…”

გია ხუხაშვილი - ”ბიძინასთან ჩვენი ბოლო საუბარი ამას მიეძღვნა...”დღეს დილით გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა მისი და ბიძინა ივანიშვილის გაცნობის და პოლიტიკაში ერთად შესვლის შესახებ, სადაც ისიც თქვა, რომ საღამოს პოსტს დადებდა პოლიტიკიდან წამოსვლის შესახებ.

ექსპერტმა პირობა შეასრულა და ასეთი რამ დაწერა:

”მოვედით ხელისუფლებაში და დაიწყო ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი. ჩემს ხელში აღმოჩნდა აქტივი, რომელიც არაფერში მჭირდებოდა, ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ამ აქტივისთვის ბევრ რამეზე იყვნენ წამსვლელები. აქტივს ერქვა – ძალაუფლება.
პარალელურად, ბიძინა აშენებდა მმართველობით სისტემას. მეც გადავწყვიტე, დავლოდებოდი მისი კონტურების გამოკვეთას, რათა გულდამშვიდებული წავსულიყავი.
სამწუხაროდ, მმართველობითი სისტემის მშენებლობა წავიდა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული გზით.
მამამ შვილების განათლებაზე და უნარებზე კი არ იზრუნა, არამედ, ჯერ ატესტატები უყიდა, მერე დიპლომები, მერე თავისთან დააწყებინა მუშაობა და მათ გასაკეთებელსაც თვითონ აკეთებდა. შედეგად ერთი შვილი გალოთდა, მეორე კრიმინალებს შეეკრა, მესამე კი სახლში გამოიკეტა აგორაფობიით შეპყრობილი. მამა ამ პრობლემებს დღესაც საკუთარ თავს კი არა, უბნის ძველ ბიჭებს აბრალებს.
ეს მაშინვე გამოჩნდა. რბილად ვცდილობდი რაღაც შემეცვალა, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა.
ჩვენი ბოლო საუბარი ამას მიეძღვნა – ვუთხარი რომ, რადგან მას სწამდა რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა და მე ეს არ მომწონდა, ჯობდა წავსულიყავი, რომ ხელი არ შემეშალა.
ეს იყო და ეს…კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.
ბოდიში, თუ ვინმეს ცნობისმოყვარეობა ვერ დავაკმაყოფილე, მთავარი გითხარით.”

გია ხუხაშვილი – “8 ოქტომბერს მითხრეს, რომ ბიძინას უნდოდა ჩემთან შეხვედრა”