ექსპერტი გია ხუხაშვილი 20-21 ივნისს დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს. ამჯერად ექსპერტი გვარებს არ ასახელებებს, მაგრამ მინიშნებებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
„როცა ფიქრობ, რომ ვიღაცამ, ვისი ჯინიც გჭირს, ადრე რაღაც დააშავა, ხანდაზმულობის გამო ამაზე ვერ ედავები, ისეთ დანაშაულს “ტენი”, რომელიც არ ჩაუდენია და ამ ჟინით შეპყრობილი მზად ხარ უფრო დიდი ინტერესი დააზიანო, პრაქტიკულად ქვა ქვაზე არ დატოვო, შენ თვითონ სჩადიხარ დანაშაულს არა მხოლოდ მართლმსაჯულების, არამედ ისტორიის წინაშე, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს“…

