ინგა გრიგოლია – “ოქრუაშვილი აღარასოდეს მესტუმრება” 

ინგა გრიგოლია - “ოქრუაშვილი აღარასოდეს მესტუმრება” 

ინგა გრიგოლია - “ოქრუაშვილი აღარასოდეს მესტუმრება” ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ოქრუაშვილის ბოლო ეთერი პირველი დაჭერის წინ და ოქრუაშვილის ბოლო ეთერი ამ დაჭერის წინ ჩემს სტუდიაში, მგონი, აღარასოდეს მესტუმრება, –  დაწერა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში და დაურთო ფოტო.

ამასთან,  ჟურნალისტმა ოქრუაშვილის დაკავება ასე შეაფასა:

“სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილი, მინიმუმ, ნიკა მელიას მსგავსად ელექტრო სამაჯურით და გირაოთი უნდა გამოუშვან, სხვა შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას იმის მტკიცება, რომ მისი დაჭერა ,,რუსთავი ორის” საქმეს არ უკავშირდება. ესაა ჩემი კომენტარი”, – წერს ინგა გრიგილია სოციალურ ქსელში.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.