ირაკლი ოქრუაშვილი დავით უსუფაშვილის მიერ მისი მიმართ „რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში პასუხობს.
„თუ გაკრეფაა, ბარემ ბოლომდე გაიკრიფოს შუა. ღიად გამოჩნდეს ვინ ბიძინასთანაა და ვინ მის წინააღმდეგ.
ისე იყო უსუფა გუშინ ტრუსიკიდან ამომხტარი, რომ აშკარად აახია ბიძინამ ყურები – ეს რა ქენი, დანაშაულის თანამონაწილედ როგორ მაქციე, ჩემთან შუამავლობა რომ დაუდასტურეო.
გვიან მიხვდით შეცდომა რომ დაუშვით?
მთელი ცხოვრება უბიწოებას ქადაგებდე და 7 წელი ბიძინას ლოგინში იწვე, მაგას განსაკუთრებული ნიჭი უნდა“. – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

