„ოცნების დეპუტატებო!!!
ვინმემ მოგატყუათ, რომ ხალხს ბრიფინგებით უნდა ელაპარაკოთ? ფბ სტატუსებით უნდა აფიქსიროთ პოლიტიკური პოზიციები(სად გაქვთ, თვარა კი…), გაყურსულები უნდა ისხდეთ სავარძლებში და მახათის ხმარებაში იწაფებოდეთ?…
რატომ არ გადიხართ მიტინგებზე და არ დგებით ბარიერთან ხალხთან ერთად?!
თუ მიტინგებზე კეთროვანები დგანან და მათთან მისვლა საშიშია? თუ მომიტინგეები სხვა “პოლიტიკურ პლატფომაზე” არიან და თქვენმა მატარებელმა მათთან არ უნდა ჩაიაროს?!
არჩევნების წინ ხომ ჩამოივლით შუკა-შუკა და შარა -შარა ოლია მათხოვრებივით? თუ ფიქრობთ,რომ ისევ ბიძინა გაგიყვანთ ზუკუტურით?!
არც ის იცით, რომ თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა და მხარდამჭერების გვერდით ყოფნა?!
ვის ემიჯნებით? თქვენივე პარტიის აქტივს? თქვენსავე ამომრჩევლებს? თქვენ მიერ შექმნილ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას? ვითარებას, რომელიც ყველა რაკურსიდან ნახევრადორსულობის მდგომარეობაშია?!
თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ გაბუნია კრეტინის გინებას აპროტესტებს ვინმე? ან პუტინ ხუილოს გამო დგას ქუჩაში ათასობით მოქალაქე?
არა, არა და შუბლზე წაიწერეთ, რომ ეს ხალხი თქვენი არასწორი, უნიათო, ოპორტუნისტული, სამარცხვინო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო გამოვიდა ქუჩაში!
თქვენ ვერ უზრუნველყავით პარლამენტში გადაწყვეტილიყო პოლიტიკური დავები და ურთიერთობები. თქვენ ვერ გახდით “ხალის ხმა”! თქვენ ვერ შეძელით შავით- თეთრზე კანონად გექციათ ერის მოთხოვნები!
ახლა იჯექით ჩეროში და მახათს მიაწექით!
პროპორციული არჩევნები, თანაც ნულოვანი ბარიერით, ლობიობანა ნუ გგონიათ! ის რაც ქუჩებში ხდება ამ გადაწყვეტილების პირდაპირპროპორციულია და ზუსტად ასახავს, ყვერებს უყრიდით მახათში თუ მახათს იყრიდით ყვერებში…
ახლა კარგად ჩასხედით სავარძლებში და ივარჯიშეთ!“ – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია.

