ხათუნა ჟორდანია – “20 წლის ვიყავი, როცა წითელზე შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე… თბილისი ჩემთვის დამთავრდა, თეკუჩასთან ერთად”

ხათუნა ჟორდანიამ ფეისბუქში დაწერა:

“20 წლის ვიყავი, როცა წითელზე შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე და გვერდით, რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე, იმიტომ, რომ ვიღაც ბიჭი მიყურებდა. როდესაც მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი, იმ შუქნიშანთან, კიდევ ნახევარი საათი. მანქანა ვეღარ დავძარი. გული მიცახცახებდა…….
მალევე გავიცანი და დაახლოებით 1 წლის მერე, თბილისში, ყველაზე სიმპატიური და მოდური ბიჭის-თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი.
მერე?
მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ნინია, რომელიც გაჩნდა, მისი copy paste ია, და თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ყავდა. სულ ამბობდა-ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო.
თბილისი ჩემთვის დამთავრდა, თეკუჩასთან ერთად😭😭😭😭”

დატოვეთ თქვენი კომენტარი