ნათია ფანჯიკიძე – ”ნიკა გვარამიამ ირაკლი კი დაპორჭყნა ჩემი გავლით, მაგრამ ქვეყანა დაყრუვდება ასეთი ენერგიული, ჩასაფრებული არხის გარეშე”

ნათია ფანჯიკიძე - ”ნიკა გვარამიამ ირაკლი კი დაპორჭყნა ჩემი გავლით, მაგრამ ქვეყანა დაყრუვდება ასეთი ენერგიული, ჩასაფრებული არხის გარეშე”ნჯნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

”მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ანტიპატიის გამო ბევრჯერ მოუყენებიათ უსამართლო დარტყმა, გაუვრცელებიათ დეზინფორმაცია, მაშინაც, როცა მათი პარტია მართავდა და მერეც, როცა ოპოზიცია იყვნენ, ახლაც, ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამია რომ ამიხტა და დამიხტა, მომენტი არ გაუშვა და ისევ ირაკლი დაპორჭყნა ჩემი გავლით, ბევრ ადამიანზე ბევრად მეტი საფუძველი მაქვს, როცა საქმე პოლიტიკას ეხება, არც ისე კარგი აზრის ვიყო ამ არხზე, ვფიქრობ, რომ ქვეყანა დაყრუვდება ასეთი ენერგიული, ჩასაფრებული არხის გარეშე. მხოლოდ ორიოდე ნაკლები რესურსის მქონე არხი ვერ შექმნის კრიტიკულ ატმოსფეროს. არცერთი მთავრობისთვის არ შეიძლება აბსოლუტური კომფორტის შექმნა, რადგან მივიღებთ ჭაობს, კომუნისტების დროინდელ დამყაყებულ ინფორმაციულ სივრცეს, სადაც მხოლოდ სამთავრობო პიარი და პროპაგანდა იქნება და არავითარი კრიტიკა, არავითარი მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოჩენა და შენიშვნა… რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს არ აკლიათ პროფესიონალიზმი, არ აკლიათ ენერგია, ბევრი ხალხი მუშაობს ამ არხზე და ბევრია მათ შორის ძალიან კარგი ადამიანი. იმედი მაქვს, შეძლებენ გააგრძელონ მუშაობა.”