„შენი პირადი ტყვეა ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა!!!
როცა ირაკლის აკავებდნენ იქ ვიყავი…
ხომ ყველაფერი ვნახე ამ წლების მანძილზე.
რამდენმა და რამდენნაირმა სიმძიმემ გაირა ჩემს თვალწინ, ჩემს გონებაში და გულზე, მ ა გ რ ა მ
გუშინ კიდევ სხვა რამეც ვნახე.
ვნახე – შენი პირადი ბრძანებით, როგორ აკავებდნენ და
ხელებზე ხუნდებს ადებდნენ პოლიციელები თავის ყველაზე გამორჩეულ და წარმატებულ მინისტრს.
ვნახე მორიდებული, თავდახრილი, შეწუხებული და ფეხქვეშ მიწაგამსკდარი პოლიციელები როგორ ასრულებდნენ ირაკლი ოქრუაშვილისადმი შენი პირადი ანგარიშწორების ბრძნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღესაც, ისინი შენს დანაშაულებრივ ბრძანებებს არ შეასრულებენ და რამდენიმე პირადი ჯალათის ამარა დარჩები მხოლოდ.
სხვა ყველა საქართველოსთან დადგება , როგორც მისი ფარი და ჯავშანი, როგორც მისი შვილი და მომავალი.
ესც გაივლის!!!
ასე იწრთობა გამარჯვება!!!
მშვიდობა ჩვენს სამშობლოს და გამარჯვება ჩვენს ხალხს!!! – ასე მიმართავს
ნესტან ელისაბედ კირთაძე ივანიშვილს სოციალურ ქსელში.

