ნიკა გვარამია – ”დედამო..ნულო სვავო, ჩვენ დავბრუნდით” – ვიდეო

ნიკა გვარამია - ”დედამო..ნულო სვავო, ჩვენ დავბრუნდით" - ვიდეო“რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება და ყველაფერი წინ არის.

მისი თქმით, ევროპულ სასამართლოს ექნება შანსი, რომ რუსთავი2-ის საქმის სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოასწოროს.

“რუსთავი2″ – ზე ბრძოლა გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ სასამართლოსაც ექნება შანსი, რომ გამოასწოროს მისი სამარცხვინო გადაწყვეტილება” – ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი სწორი პოზიციის შენარჩუნებისთვის.

“7 წელი ვიყავი “რუსთავი2”-ში და მთლიანად რ2 ვყოფივარ ამ შვიდი წლის განმავლობაში, მაგრამ არავინ იფიქრებდა, რომ  შევძლებდი ისე მაუწყებლობას, როგორც ვმაუწყებლობდით. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნამდვილი მართალი პოზიცია შენარჩუნდეს, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ივანიშვილმა ქვეყანა ვერ წაიღოს.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ ტელეკომპანიის წართმევა არის ზუსტად ის, რაც რუსეთს სურდა.

“რუსთავი 2 იყო იარაღი ჩვენ ხელში, რომ დაგვეცვა ეს ქვეყანა, როცა გვართმევენ ერთ იარაღს, უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქმე ბრძოლაშია და არა იარაღში, იარაღია მნიშვნელოვანია, მაგრამ შეცვლადი. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაციის სირთულე, ჩვენ უნდა მოვიგონოთ იარაღი, რომელსაც საქართველოს საქმის კეთებას მოვახმართ.

ეს იარაღი მეც მაქვს მე და იმ ადამიანებსაც აქვს, ვისი იმედი მე ამ საქმეში მაქვს.

იქნება ნიკა გვარამია, მისი მეგობრები, იქნება ის იდეები და პროფესიონალიზმი რითაც ამ იდეებს ვემსახურებოდით. ყველაფერი წინაა და ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ქვეყანას, აუცილებლად გავიმარჯვებთ და სხვა ადგილიდა აუცილებლად ვიტყვით, დედამოტყნულო სვავო ჩვენ დავბრუნდით” – ამბობს ნიკა გვარამია.

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/1289421661226157/