ნიკა გვარამია – გახარია სისხლიანი ჟანდარმია! ივანიშვილი რუსეთიდან მართული უზურპატორია!

ნიკა გვარამია - გახარია სისხლიანი ჟანდარმია! ივანიშვილი რუსეთიდან მართული უზურპატორია!„არაფერი არ მუშაობს უკვე ბოტების, ტროლების და ბიძინავიზიების. არ ილექება, ისხლიტავს ხალხი. სინამდვილეში, რუსეთ საქართველოს დაპირისპირებაა ქვეყანაში და ესაა მთავარი თემა. მორჩა უკვე გაშიშვლებულია ეგ ამბავი და ვერ გადაფარავს ვერც გაბუნიას ყ…ბა, ვერც ჩემი ღვინოზე აგორებული დეზინფორმაცია, ვერც რუსთავი 2-ს წავიღებთ სიცრუით დამამშვიდებელი კამპანია და საერთოდ ვერაფერი.

გახარია სისხლიანი ჟანდარმია! ივანიშვილი რუსეთიდან მართული უზურპატორია! ოცნების ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანის მმართველობას პუტინისტები უნდა ჩამოშორდნენ. დაიხურა საკითხი.

ვინც ამას ვერ ხვდება და ამ გეოპოლიტიკურ მომენტუმს ვერ გრძნობს;

ვისაც გონია, რომ ახლა რაღაც სანქციებზე, ღვინოზე, ვაჭრობაზე და ეკონომიკაზე ლუღლუღის დროა და ესაა მნიშვნელოვანი

არა მგონია, საერთოდ ესმოდეს, ქართულ პოლიტიკაში ახლა რა ხდება და ჯობია პოლიტიკას შეეშვას და სხვა საქმით დაკავდეს.

p.s. არც ქოცებს არ გაუვათ ამის გადაფარვა და ოპოზიციამაც დაასრულეთ ძლაუნებრუად ქოცების წისქვილზე წყლის დასხმა და მთავარი მესიჯის გადღაბნა რაღაც მეორეხარისხოვანი და სულელური, სუსის მიერ მოგონილი მესიჯებით.“ – წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.